logo
ENG



პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან შოიგუსთან დაახლოებული პირი გაათავისუფლა

21 მაი 202417:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/5q4nev644n43mn5.jpeg

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გენერალ-პოლკოვნიკი იური სადოვენკო გაათავისუფლა, რომელიც სერგეი შოიგუსთან დაახლოებულ პირად და მის თანამოაზრებად ითვლება.

პოსტზე მან ყირიმის საკითხებში ყოფილი მინისტრი ოლეგ საველიევი დანიშნა.

მინისტრის ახალი მოადგილე აქამდე ბუღალტერიის პალატის აუდიტორი იყო. 2014-2015 წლებში ის ყირიმის საკითხებში მინისტრის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით ეს თანამდებობა გაუქმდა. საველიევი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ევროკავშირის, უკრაინის, ავსტრალიისა და კანადის.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 13 მაისს გადააყენა, მის თანამდებობაზე კი ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ანდრე ბელოუსოვის კანდიდატურა წარადგინა.


close დახურვა