რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს სპიკერს, იგორ კონაშენკოვს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.
"მიანიჭეთ გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება კონაშენკოვ იგორ ევგენევიჩს", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც TASS ავრცელებს.
კრემლში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.
კონაშენკოვი რუსეთის ფარგლებს გარეთ საზოგადოებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიცნო. ის თავდაცვის სამინისტროს სახელით ოფიციალურ განცხადებებს აკეთებს და ყოველდღიურ ბრიფინგებს მართავს.