logo
ENG



პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

28 მაი 202214:55
3 წუთის საკითხავი
 

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

კანონი საოკუპაციო რეჟიმის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას უმარტივებს, ამასთან, მათ შეეძლებათ, უარი არ თქვან ე.წ სამხრეთ ოსეთის "მოქალაქეობაზეც". 

შეთანხმება ძალაში რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან შედის და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, თუ ამ დროის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ. 

რუსეთს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება საოკუპაციო რეჟიმის მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან შეეძლებათ, ხოლო 14 წლის ასაკიდან ბავშვები მიიღებენ ისეთ მოქალაქეობას, როგორსაც მათი მშობლები. 


close დახურვა