logo
ENG



პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა ბრიგადას, რომელიც ბუჩას ხოცვა-ჟლეტაშია დადანაშაულებული

19 აპრ 202212:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/19/focbxfsm8ey9owr.jpg

უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დადანაშაულებულ ბრიგადას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საპატიო წოდება მიანიჭა.

ორშაბათს ხელმოწერილ წერილში, პუტინმა 64-ე ცალკეულ გვარდიულ მოტომსროლელ ბრიგადას "დიდი გმირობისა და გამბედაობისთვის" გვარდიის წოდება რუსეთის სუვერენიტეტის დაცვისთვის მიანიჭა.

“უკრაინაში სპეცოპერაციის დროს გონიერი და გაბედული ქმედებებით, ქვედანაყოფის პერსონალი მისაბაძი მაგალითი გახდა სამხედრო მოვალეობის, ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესრულებისთვის”, - ამის შესახებ პუტინმა წერილში განაცხადა.

4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 64-ე ცალკეული გვარდიის მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები ომის დამნაშავეებად დაასახელა, რომლებიც უშუალოდ ბუჩას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეში მონაწილეობდნენ.

კრემლმა უარყო მასობრივ მკვლელობებში მონაწილეობა და  სამოქალაქო პირების ცხედრების სურათები ბუჩას ქუჩებში ყალბს უწოდებს.


close დახურვა