logo
ENG



პუტინმა შოიგუ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა და უშიშროების საბჭოში დანიშნა

13 მაი 202407:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/99976ny15djwu5n.jpg

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გადააყენა, მის თანამდებობაზე კი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ანდრე ბელოუსოვის კანდიდატურა წარადგინა.

თვითონ შოიგუ ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება. გარდა ამისა, შოიგუ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში პუტინის მოადგილე იქნება.

ძალოვანი უწყებების მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების კანდიდატურებს ამტკიცებს არა მთავრობის მეთაური, არამედ პრეზიდენტი. მათ ამტკიცებს არა სახელმწიფო დუმა, არამედ ფედერაციის საბჭო. შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის ხელახლა დანიშვნაც პრეზიდენტს არ შეუთავაზებია.

შოიგუ რუსეთის მთავრობაში სხვადასხვა მინისტრის პოსტს 1991 წელს იკავებდა. გამონაკლისი მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც ექვსი თვით მოსკოვის გუბერნატორად დაინიშნა.

თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრი პუტინის გარემოცვის უახლოეს წევრად მიიჩნეოდა. ისინი ერთად გადიოდნენ ბუნებაში და ნადირობდნენ. ის ასევე ერთ-ერთია რუსეთის მმართველი პარტიის "ედინაია რასიას" დამფუძნებლებს შორის.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სამხედრო უწყებაში გადაადგილებები "სისტემის კოორდინატს" არ შეცვლის. პესკოვის თქმითვე, შოიგუ გააგრძელებს მუშაობას "ამ სფეროში, რომელიც კარგად იცის, კარგად იცის შიგნიდან თავის კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად".


close დახურვა