ევროკომისიის პრეზიდენტმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ჟან კლოდ იუნკერმა ბრიუსელში თავის შემცვლელს უმასპინძლა და სიმბოლური ზარიც გადასცა. ევროკომისიას მომდევნო 5 წლის განმავლობაში გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრი უხელმძღვანელებს. 64 წლის იუნკერმა ურსულა ფონ დერ ლეიენს პოსტზე წარმატებული მუშაობა უსურვა. ის ევროპარლამენტმა თანამდებობაზე გასულ კვირას დაამტკიცა.