ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეა მიმდინარეობს, რომლის დღის წერიგში პირველი ადგილი კორონავირუსთან ბრძოლას უკავია. წევრი ქვეყნები კოვიდ19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
იმის დასადგენად რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგა პანდემიის აღსაკვეთად. ბრალდებების ადრესანტი ჩინეთია, რომელიც გამოძიებას მხარს უჭერს თუმცა აცხადებს, რომ მის მიერ გატარებული ზომები სწორი იყო. ასამბლეას ვიდეო ზარით მიმართა ანგელა მერკელმაც. გერმანიის კანცლერის თქმით, პამდემია მალე დასრულდება, თუ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებს. ანგელა მერკელი ორგანიზაციას ლეგიტიმურ ინსტიტუტს უწოდებს და აცხადებს, რომ ჯანმო-ს ფუნქციონირება გაუმჯობესებას საჭიროებს.