logo
ENG



ჟვანია: გერმანულ მოდელზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ

05 დეკ 201912:02
3 წუთის საკითხავი
 
7j00qszwawnwv2j.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. თამარ ჟვანია, მხარეებს მხოლოდ მშვიდობიანი გარემოს შექმნისაკენ მოუწოდებს.

„საარჩევნო სისტემასთან და „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით და მით უმეტეს, მის კონსტიტუციურობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია და ვერც მე, ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ზოგადად საარჩევნო სისტემა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ჭრილში გადასაწყვეტი საკითხი და ცესკო, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, წესით მის უზრუნველყოფას ახორციელებს, როგორიც არ უნდა იყოს კანონმდებლობით განსაზღვრული. შესაბამისად, ჩვენ ამ შეფასებებში ვერ შევალთ, ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი. რაც შეეხება გარემოს და პროცესს, რა თქმა უნდა, მე, როგორც ცესკო-ს ხელმძღვანელმა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური საარჩევნო გარემო და მშვიდობიანი საარჩევნო ვითარება არჩევნების კარგად წარმართვისთვის. იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები წარიმართოს მაღალი სტანდარტით, ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს სიმშვიდე, პოლიტიკური დიალოგი, პოლიტიკური კონსენსუსი“, - განცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.

საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ევროსაბჭოს წარმომადგენლობამაც გააკეთა. კრისტიან ურსე საქართველოს მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

„საქართველომ გადაწყვიტა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ევროსაბჭოს სხვდასხვა ორგანიზაციების რეკომენდაციებით ყოველივე ეს ასახულია კონსტიტუციაში. ეს არსებული რეალობაა და 2020 წლის არჩევნებისთვის დიალოგის რეჟიმზე გადავდივართ“, - განაცხადა კრისტიან ურსემ.

 


close დახურვა