პარლამენტის სხდომაზე ჟურნალისტების ბანერის გაშლა რომ გომელაურისთვის მხოლოდ საბაბი იყო, დღესაც დადასტურდა. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით წარწერები საკანონმდებლო ორგანოში მედიამ დღესაც გამოფინა, მაგრამ სხდომა ჩვეულებრივად ჩატარდა. ხელისუფლება ჟურნალისტებთან ისევ ბოიკოტის რეჟიმშია.
საკანონმდებლო მუშაობას უხმაუროდ არ ჩაუვლია. ბიუროზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საქმე ისაა, რომ ქართული ოცნება განაგრძობს პრაქტიკას და პარლამენტის შენობაში შესვლის უფლებას ამჯერად არასამთავრობო სექტორს არ აძლევს.