logo
ENG



ჟურნალისტების ცნობით, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ

24 თებ 202208:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/rmvlwleasxuimxa.jpg

ჟურნალისტების ცნობით, დღეს, 24 თებერვალს, რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ. 

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ჯარები ქალაქში შედიან. 

​გერაშჩენკომ ასევე განაცხადა, რომ რომ კიევთან ახლოს, ვასილკოვსკის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. მისივე თქმით, დნიპროს მერმა აცნობა, რომ აფეთქებების ხმა ისმის. 

აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის სხვა ქალაქებშიც. 

CNN-ის ჟურნალისტები და თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქებები მოხდა კიევში, ხარკოვში, კრამატორსკში, მარიუპოლში, ოდესაში, ოდესაში, ზაპოროჟიაში. 

ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას უკრაინაში ომი დაიწყო. 


close დახურვა