logo
ENG



ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის გზა ატოცისკენ გაიხსნა

20 ოქტ 201913:36
3 წუთის საკითხავი
 
yrgt1ddglxp9vtb.png

ამ დროისთვის ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის გზა ატოცისკენ გახსნილია.

მოსახლეობის ინფორმაციით საოკუპაციო ღობის გავლების შედეგად დაახლოებით 1000 ჰექტარი მიწა მოექცა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა მოსახლეობის ნაწილი, ვისაც ამ ტერიტორიაზე აქვს სახნავ-სათესი მიწები, ამ დრომდე მუშაობს ტერიტორიაზე. ადგილობრივების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ ისინი გაზაფხულზე იმ მოსავალს აიღებენ, რომელსაც ახლა ამუშავებენ.

ანტისაკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ატოცში 11 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მათი თქმით, რუსები ამ გავლებული ღობით არ გაჩერდებიან.

„ეს 330 მეტრი არ ფარავს მთლიან პერიმეტრს. მთლიანი პერიმეტრი რამდენიმე კილომეტრიანი მონაკვეთი არის, რომელიც აქედან ტყის მიმართულებით დაახლოებით 100 მეტრით არის შესაღობი და ქვემო ქონას მიმართულებით რამდენიმე კილომეტრი არის კიდევ შესაღობი, ამ შემთხვევაში თუ ჩვენი ხელისუფლება კვლავ მისცემს ოკუპანტებს ამის გაკეთების საშუალებას,  დაიკარგება დაახლოებით 30-50 ჰექტრამდე“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

20 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა ატოცში საოკუპაციო ზოლი ისევ გადმოსწიეს.

 


close დახურვა