logo
ENG



ჟურნალისტი: დეპუტატმა ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის - ცენტნერი

12 ივლ 202116:03
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი ყვება, რომ პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძეს კითხვა დაუსვა, მან კი ჩაარტყა.

"სხდომათა დარბაზში, როდესაც ჟურნალისტებიც შევედით, როგორ არ გრცხვენიათ მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი... რატომ მოკალით ბიჭი მეთქი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი ან ტონა. მითხრა, წადი შე თხაო და კარგად ჩამარტყა", - ამბობს დალაქიშვილი.

თავად დეპუტატი უარყოფს, რომ დალაქიშვილს ჩაარტყა.


close დახურვა