logo
ENG



ჟურნალისტი გლდანში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

31 ოქტ 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი გლდანში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, ილარიონ მიროტაძეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 

როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, მას შემდეგ რაც მან საარჩევნო უბანი დატოვა, ქართული ოცნების კოორდინატორებმა მას წინააღმდეგობა გაუწიეს:

"ადმინისტრატორს მაგიდის ქვეშ ედო ცესკოს კონვერტები. როგორც ჟურნალისტმა, რა თქმა უნდა ვთხოვე, რომ გაეხსნა ეს კონვერტები ჩემთვის იმიტომ, რომ შეიძლება კარუსელის მაგალითი ყოფილიყო. უბანი ჩემი ნებით დავტოვე, როდესაც გამოვედი ქართული ოცნების კოორდინატორებმა წინააღმდეგობა გამიწიეს და შეურაცხყოფა მომაყენეს.

შემდგომში ბატონი ილარიონი მოვიდა ყვირილით და ხელი მკრა. მეჭიდავა, ტელეფონის წართმევას სცადა. პოლიცია ადგილზე იყო და რეაგირება ის მოახდინა, რომ ეს ადამიანი გაიყვანეს",-განაცხადა ჟურნალისტმა.

 


close დახურვა