საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე გახდა. ქარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დრომდე სტუდია "მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და საბჭოს თავმჯდომარე. გიორგი მგელაძე ხელმძღვანელობდა ქარტიის მედიამონიტორთა ჯგუფს. მიღებული აქვს არაერთი პრიზი საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის.
ცნობილია, რომ მის გარდა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეობდნენ ნათია კაპანაძე, ეკატერინე ბასიალაია და სალომე ცეცხლაძე.
გიორგი მგელაძემ ამ პოზიციაზე ნატა ძველიშვილი შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.