logo
ENG



რა გახდა გურამიშვილზე კორპუსის აფეთქების მიზეზი, ამ დრომდე უცნობია

20 ოქტ 201919:29
3 წუთის საკითხავი
 
l2ux4s3nth1pnpk.png

 

რა გახდა სანზონაში მომხდარი აფეთქების მიზეზი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა უბედურ შემთხვევაზე, ამ დრომდე უცნობია. უკვე გამოკითხეს თბილისი ენერჯის წარმომადგენლები, ახალი დეტალები კი მას შემდეგ დადგინდება, რაც აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის მამაკაცი, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას შეძლებს.

იქამდე კი დაზარალებული 220 ადამიანი ოთხ სასტუმროშია განაწილებული. ისინი დღეს საკუთარ კორპუსთან იყვნენმისულები,რ ათა პირადი ნივთები გამოეტანათ საცხოვრებლიდან. მათ ამისთვის, 4-საათიანი ლოდინის შემდეგ, მხოლოდ 10 წუთი ჰქონდათ.

ნივთების გამოტანის პროცესი მაშველების დახმარებით მიმდინარეობდა, დანგრეული ბინის მცხოვრებლები მაშველებს სპეციალური აღჭურვილობით აჰყავდათ.

9 შვილის მარტოხელა დედას ნივთების გამოსატანად ყველაზე მეტი დრო და დახმარება დასჭირდა. მთვარისა მუზაშვილმა დანგრეულ ბინაში მხოლოდ შვილების ტანსაცმლის და პამპერსების მოგროვება შეძლო.

საკუთარი სახლების ნახვა დღეს 25-მდე ოჯახმა შეძლო. როდის შეძლებენ აფეთქების შედეგად დაზარალებულები საკუთარ სახლებშ დაბრუნებას, ამაზე პასუხი მერიას ჯერ არ აქვს. სპეციალისტებმა ჯერ აფეთქების შედეგად ჩამონგრეულ სართულებზეც ვერ შეაღწიეს.

 


close დახურვა