თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი დაჭრეს. ის ინგოროყვას კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.