logo
ENG



რა დაამადლა მეუფე სპირიდონმა ყოფილ აღსაზრდელს და რატომ დუმს მთავარეპისკოპოსი მედიასთან

10 ივნ 202120:15
3 წუთის საკითხავი
 

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მიტროპოლიტი სპირიდონი მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა საუბარს დუმილი არჩია. მეუფე სამების საკათედრო ტაძარში ამაღლების დღესასწაულს დაესწრო, წირვის დასრულების შემდეგ კი ტერიტორია თანმხლები ჩოხოსნების დახმარებით, უკომენტაროდ დატოვა. სხალთელმა მიტროპოლიტმა დღის ბოლოს ვიდეო განცხადება გაავრცელა. სასულიერო პირმა სახალხო დამცველი და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები გააკრიტიკა. მან დღეს არც საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი, პანსიონის ყოფილი არსაზრდელი დაინდო და თქვა, რომ ლუკა ხაჩიძე უმადურია. რატომ დატოვეს ღია ცის ქვეშ აღსაზრდელი, ამ თემაზე საუბარს მეუფე სპირიდონმა გვერდი აურა.


close დახურვა