იუსტიციის სამინისტრო მთელი რესურსით ცდილობდა დაემალა რა ხდება გლდანის მე-18-ე დაწესებულებაში. რეალობის დაფარვის მიზნით ციხეში მოშიმშილე პატიმართან არ შეუშვეს - ევროპარლამენტარი, უკრაინის სახალხო დამცველი, პირადი ექიმი, არც სახელმწიფოს მიერვე დაკომპლექტებული კონსილიუმი. ჩაკეტილი სისტემის გახსნა მხოლოდ სახალხო დამცველის მანდატით მოხერხდა. ომბუდსმენის მიერ მოწვეულმა კვალიფიციურმა ექიმებმა პაციენტი მოინახულეს, შეამოწმეს სამეციდინო დაწესებულება, ესაუბრნენ პერსონალს და დაასკვნეს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გლდანის ციხეში გაგრძელება სახიფათოა.
რა დასკვნა დადეს ექიმებმა სააკაშვილთან დაკავშირებით
18 ნოე 202120:12
3 წუთის საკითხავი