რა დგას ირაკლი ღარიბაშვილის იდეების უკან - სათამაშო ბიზნესი მთავრობას იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რომელიც პრემიერის აზარტული თამაშების ირგვლივ დაანონსებულ შეზღუდვებს მოჰყვება. ასაკობრივი ზღვარის დაწესება, საჯარო მოხელეების შეზღუდვა, ონლაინ კაზინოების რეკლამის აკრძალვა - ხისტი მიდგომების შემოღების პოპულისტური მიზნების მიღმა ჩნდება აზარტული თამაშების მიწის ქვეშა, უკონტროლო სივრცეში გადატანის საფრთხე. ღარიბაშვილის ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიც დაკარგავს შემოსავლებს და ტელევიზიებიც.
რა დგას ირაკლი ღარიბაშვილის იდეების უკან, რომელიც კაზინოებს ეხება
02 დეკ 202120:18
3 წუთის საკითხავი