logo
ENG



რა იცის გეჯაძემ, სხვის დაწერილ დასკვნაში რა არის ტექნიკური შეცდომა - ნიკა გვარამია

21 ივლ 202022:08
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში ტექნიკური შეცდომის შესახებ ალექსანდრე გეჯაძეს ვერ ეცოდინებოდა.

როგორც გვარამია განმარტავს, დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე, დასკვნის დაწერაში არ მონაწილეობდა და, შესაბამისად, არ იცის, თუ რომელი ნაწილი შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა.

გეჯაძემ რა იცის, ეს რა ტიპის შეცდომაა - ეს დასკვნა მისი არ არის. ეს ვერანაირად ვეღარ გასწორდება, მორჩა ამბავი და ვეღარ დადგინდება ხელახლა. გეჯაძე არის დამსწრე, მაგრამ არა პირველი დათვალიერების. მისი დამსწრე თუ არის დამსწრე, ათი დღის განმავლობაში ვერ შეამჩნიეს? იმდენად მძიმე შინაარსისაა ეს წინადადება, რომ შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. ამით იხსნება მთელი დოკუმენტი. წაკითხული არ ჰქონდათ?", - აცხადებს ნიკა გვარამია.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის ტექსტში არის ჩანაწერი, რომ მას ყველა კუნთზე აღენიშნებოდა გაშეშება. რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, ამ ჩანაწერზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს არ გარდაცვლილა.

საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, განაცხადა, რომ კუნთების გაშეშების შესახებ ჩანაწერი ტექნიკური შეცდომაა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. არცერთ მათგანს განზრახ მკვლელობის მუხლს გამოძიება არ ედავება.


close დახურვა