logo
ENG



რა კავშირია პრეზიდენტის პრემიასა და კარტოგრაფების საქმეს შორის

04 იან 202220:11
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტის მიერ გაცემული ეროვნული პრემია სულ უფრო სკანდალური ხდება და ახალ კითხვებს აჩენს - დაჯილდოვებული სამხედრო მაღალჩინოსნები კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმეები არიან. ირკვევა ისიც, რომ იმას, რასაც კარტოგრაფებს ედავებიან, გორგოძე-ხორბალაძეს ჯერ კიდევ 2014 წლის გამოცემაში აქვთ შეტანილი. სამხედრო ატლასში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთები ისეა დატანილი, რომ უდაბნოს მონასტერი და ბერთუბანი აზერბაიჯანის მხარესაა მოქცეული.  მომხდარი კარტოგრაფებისთვის და ადვოკატებისთვის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ მელაშვილი-ილიჩოვას საქმე შეკერილი, ბრალდება კი მოტივირებულია. 


close დახურვა