სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი ბუნდოვანი გადაწყვეტილება. ამ დრომდე უცნობია რა კრიტერიუმებით და ვინ შეიწყალა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა ციხის კარი გუშინ 9 პატიმარს გაუღო. მათ შორის არ ყოფილან ის პატიმრები, რომლის გათავისუფლებაც ზურაბიშვილს არაერთი საერთაშორისო რეზოლუციით მოუწოდეს. მეხუთე წელია უცნობია რატომ არ ფუნქციონირებს შეწყალების კომისია, რომელიც წესით პატიმართა სიის გაფილტვრას უნდა ახდენდეს და საბოლოო დოკუმენტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს უგზავნიდეს.
რა კრიტერიუმით იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულებს
14 იან 202320:04
3 წუთის საკითხავი