logo
ENG



რა ნივთიერება დაღვარეს სხდომათა დარბაზში - ქვეყნის სამსახურში განცხადებას ავრცელებს

12 დეკ 201914:46
3 წუთის საკითხავი
 
2h1r2nt41xo0poh.jpg

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ავრცელებს იმ ნივთიერების ფოტოს, რომელიც სავარაუდოდ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაღვარეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხსნარი უსაფრთხოა და გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

„საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში“, - წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ორმა პირმა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

 


close დახურვა