logo
ENG



რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა მარნეულში - კარანტინის მეორე დღე

24 მარ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

მკაცრი კარანტინის ქვეშ მოქცეულ მარნეულსა და ბოლნისში პაციენტებს უკვე საველე ჰოსპიტალი ემსახურება, მიმოსვლა კი სამხედრო და პოლიციური კონტროლის ქვეშაა მოქცეული. ტარდება ქუჩების დეზინფექცია, თუმცა მოსახლეობა მაინც დაძაბულია, მათი ნაწილი არასათანადო დიაგნოსტიკის გამო წუხს, განსაკუთრებით კი იმ ქუჩის მცხოვრებლებს ეშინიათ, რომელზეც თბილისში გადმოყვანილი დაინფიცირებული ქალი ცხოვრობდა. 

მარნეულის კლასტერის დადგენას მთავრობა ცდილობს, თუმცა რჩებიან ისინი, ვინც სარიტუალო ღონისძიებას ესწრებოდა და ჯერ სამედიცინო შემოწმებისთვის არავინ დაკავშირებია.

მოსახლეობის ნაწილი გადაადგილების აკრძალვას აგრესიით პასუხობს. კარანტინი შეეხო ჭირისუფლებსაც და სამგლოვიარო პროცესია ზუსტად მარნეულის შესასვლელთან გააჩერა. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინის რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.


close დახურვა