ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას დღეს ახალი ულტიმატუმი წაუყენა. ოცნების პირობები ტრადიციულად კობახიძემ გააჟღერა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა მმართველ გუნდს არ აწყობს. ოცნების პირობების მიხედვით თუ "ნაციონალური მოძრაობა" შარლ - მიშელის დოკუმენტზე ხელს არ მოაწერს, ვერცერთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ვერც "პრივილეგიებით" ისარგებლებს და ვერც საერთაშორისო დელეგაციებში წავა.
რა ულტიმატუმი წაუყენა ირაკლი კობახიძემ ნაციონალურ მოძრაობას
31 მაი 202120:32
3 წუთის საკითხავი