logo
ENG



რა უნდა იყოს მომდევნო პრემიერის პრიორიტეტები - Edison Research-ის კვლევა

10 ნოე 202321:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/t29p1ncdgbl63lp.jpg

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მომდევნო პრემიერმინისტრისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები უნდა იყოს:

  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უზრუნველყოფა - 23%
  • სამუშაო ადგილების შექმნა - 21%
  • პენსიის და ხელფასების ზრდა - 20%
  • ევროკავშირში ინტეგრაცია - 14%
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა - 10%
  • მიგრაციის პრობლემების მოგვარება - 7%
  • კრიმინალის შემცირება - 5%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.


close დახურვა