რუსული ბაზარი, რომელზეც ქართულმა ოცნებამ ქვეყანა კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა, ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლა ელოდება. დეფოლტი გარდაუვალია.
შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ახალმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის მთავარ არტერიას დაარტყა. ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტის აკრძალვამ რუსეთის ეკონომიკა დამანგრეველი რეალობის წინაშე დააყენა.