logo
ENG



რა შეზღუდვები ამოქმედდება ზამთრის კურორტებზე - ფორმულას ინფორმაცია

26 ნოე 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება, ესენია: გუდაური, ბაკურიანი, აჭარა, გურია, ყაზბეგი, სვანეთი და აბასთუმანი. 

კურორტებზე შეჩერდება საბაგიროების მუშაობა, სასტუმროები კი მხოლოდ კოვიდსასტუმროებად იმუშავებენ. რესტორნები, სავაჭრო და კვების ობიექტები კი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკრძალება მუცინიპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, ისევე როგორც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. 

გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) კი 21:00 სთ-დან ამოქმედდება. 

ახალი საკარანტინო შეზღუდვების შესახებ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ფორმულას ინფორმაციით, შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება. 

 


close დახურვა