16 თებერვალი უკრაინაში ერთიანობის დღედ გამოცხადდა. გადაწყვეტილების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგანგებო მიმართვის დროს განაცხადა. „ამ დღეს ჩვენ ეროვნულ დროშებს გადმოვფენთ, ჩვენს ერთიანობას მთელ მსოფლიოს დავანახებთ", - ამბობს უკრაინის ლიდერი. რუსეთის შეიარაღებული ძალები კი კვლავ უკრაინის საზღვრისკენ მიიწევენ. მედიაში გავრცელდა ცნობაც, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა თავდასხმით პოზიციაზე გადასვლა დაიწყეს. შეჭრის საფრთხის ფონზე არ წყდება დიპლომატიური ძალისხმევაც.
რა ხდება ახლა უკრაინაში და როგორია მოსახლეობის განწყობა
15 თებ 202212:21
3 წუთის საკითხავი