logo
ENG



რა ხდება უკრაინაში ფრონტის ხაზზე - ოფიციალური კიევის ცნობები

03 მარ 202212:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/03/suhnnb5db2gjra3.jpeg

უკვე 8 დღეა, უკრაინაში ომი გრძელდება - რუსეთი ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა. 

ოფიციალური კიევის განცხადებით, 3 მარტის 11:00 საათის მდგომარეობით:

  • საოკუპაციო ძალებმა წინსვლა ვერ შეძლეს ვერც ერთ ტერიტორიაზე, რომელსაც თავს ესხმიან, ამიტომ, შეცვალეს ტაქტიკა და დიდი ქალაქების საცხოვრებელ სახლებს ბომბავენ ღამის საათებში. 

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ საზღვრების მტკიცედ დაცვას, კონტრშეტევებს და საპასუხო თავდასხმებს, ბლოკავენ ოკუპანტების ძალებს სხვადასხვა მიმართულებით. 

  • ვოლინის მხარეს, სახელმწიფო საზღვართან გრძელდება მტრის მობილიზება. 

  • 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ICC-ს მიმართა. მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო"დაუყოვნებლივ გააგრძელებს" უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას. 

  • პოლისიას რეგიონში მტერი ცდილობს, შეტევა მიიტანოს კოზაროვიჩის, ვიშჰოროდის, ფასტივის და ობუხივის დასახლებების მიდამოებში. ასევე, რუსების საველე საველე ლოგისტიკური ბანაკების შემდგომი განლაგება შეინიშნება ბოროდიანკას, კატიუჟანკასა და გავრონშჩინას რაიონებში.

  • ჩრდილოეთის მხარეს რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა - ქალაქებში ჩერნიგოვი, ნიჟნი და სუმი, ლებედინ და ოხტირკა რუსები ცდილობენ, თავიდან აირიდონ უკრაინულ არმიასთან დაპირისპირება, ასევე, ცდილობენ, მიაღწიონ კიევის ჩრდილოეთ გარეუბნებამდე

  • მტრის შენაერთები და ქვედანაყოფები კონცენტრირებულები იყვნენ ბარიშევკას, ნოვა ბასანის და ლიუბეჩის დასახლებების მიმდებარედ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ ფლოტის მე-14 არმიის შენაერთმა ფაქტობრივად დაკარგა საბრძოლო შესაძლებლობები, გადაჯგუფდა და ცდილობს შეტევას ბროვარისა და კიევის მიმართულებით.

  • სლობოჟანსკის მხარეს მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციას ზოლოჩივის, ხარკოვისა და ბალაქლიას რაიონებში, ცდილობს განაგრძოს შეტევა ლოზოვას მიმართულებით და აქვს დაკარგული აღჭურვილობისა და პერსონალის შევსების კატასტროფული საჭიროება.

  • დონეცკის მიმართულებით 1-ლი და მე-2 არმიის კორპუსის ოკუპანტები არტილერიის მხარდაჭერით აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ნოვი აიდარის, ვოლნოვახასა და მარიუპოლის რაიონებში. მტერმა ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - მარიუპოლის აღებას და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლას. 

  • ტავრიას მხარეს მტერი შეტევებს არ წყვეტს. 

  • შავი ზღვის საოპერაციო ზონაში საზღვაო ფლოტი არ წყვეტს სამოქალაქო გემების მიმართულებით სროლას და მეზღვაურების გატაცებას. 

  • რუსეთმა ოფიციალურად პირველად აღიარა თავისი ჯარისკაცების მასობრივად სიკვდილი და დაჭრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია 498 სამხედრო, დაჭრილია 1597. 

  • მტრის ძალების ნაწილი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ენერჰოდარის, ვასილივკას, ტოკმაკის, ნოვოპეტრივკას რაიონებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების 49-ე გენერალური არმიის 205-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ოპერატიული რეზერვების ნაწილის გადაჯგუფების შემდეგ, ის აგრძელებს შეტევას ზაპოროჟიასა და მარიუპოლის გარეუბნებამდე მისვლის მიზნით.

  • რუსულმა ჯარმა ჩამოაგდო და გაანადგურა მცირე სადესანტო ჯგუფი. 

  • შავ ზღვაში ოდესის მიმართულებით მოძრაობს 4 რუსული სამხედრო გემი, 3 მათგანი აღჭურვილია რაკეტით. 

close დახურვა