დიდი წინააღმდეგობის და დაპირისპირების მიუხედავად რაგბის კავშირში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს - დაარეგისტრირებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს და მისი პროექტების მშენებელს რაგბის კავშირის პრეზიდენტად. სარაგბო სივრცე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ფიზიკური დაპირისპირების ფონზე არჩეულ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს არაღიარებული პრეზიდენტის-ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ზეწოლაში ადანაშაულებენ.
რაგბის კავშირში დაპირისპირება გრძელდება
11 მარ 202112:45
3 წუთის საკითხავი