logo
ENG



რადას დეპუტატი: მარიუპოლის თეატრის თავშესაფარმა დაბომბვას გაუძლო, ხალხი ცოცხალია

17 მარ 202213:09
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარი ავიაიერიშს გადაურჩა. მისივე თქმით, გადარჩენილების ამოყვანა უკვე დაიწყეს.

"საშინელი ღამის შემდეგ ომის 22-ე დღეს, როგორც იქნა, კარგი ამბებია მარიუპოლიდან. თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევებისგან გაწმენდა დაიწყეს, ადამიანები ცოცხლები გამოდიან", - თქვა ტარუტამ.

მანამდე ქალაქის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ თეატრის სარდაფებში, სადაც ბომბებისგან თავშესაფარი იყო მოწყობილი, დაახლოებით, 1-1,2 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. 

16 მარტს რუსმა სამხედროებმა დაბომბეს მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასობით დევნილი აფარებდა. 

ქალაქის მთავრობის განცხადებით, რუსულმა ძალებმა "მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის ცენტრში. ბომბი ესროლა შენობას, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს".  


close დახურვა