logo
ENG



რადას დეპუტატი: ჩვენს მოქალაქეებს არცერთ წერტილში არ ვტოვებთ, სააკაშვილი გამონაკლისი არაა

29 ოქტ 202117:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ მოსანახულებლად უკრაინის რადას დეპუტატები შევიდნენ.

შესვლამდე მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ. 

"პოზიცია ჩვენ ყველას ერთი გვაქვს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს და პრეზიდენტს - ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უკრაინაში დავაბრუნოთ, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი გამონაკლისი არ არის. ის უკრაინა მოქალაქეა და გვინდა, რომ დავაბრუნოთ", - თქვა დეპუტატმა.

კოვალჩუკის თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ. 

"ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 30 დღე ძალიან დიდი დროა შიმშილობისთვის და შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის აღმოჩენა აუცილებელია. რომ შეგვძლებოდა მისი მონახულება, სამი დღე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ყველა დონეზე საქართველოსა და უკრაინაში. გვინდა ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა.

მთავარი კი ისაა, რომ მას გადავცეთ პოზიტიური ენერგია და ვუთხრათ, რომ ბევრი უკრაინელი ღელავს მის ჯანმრთელობაზე და ელოდება მის დაბრუნებას", - თქვა კოვალჩუკიმ

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 29 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 

დღეს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის.

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გიორგი გელხაურმა გააცნო.


close დახურვა