რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია აპირებს, გასცეს რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით.
დათქმებიდან დიდი ნაწილი 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ნაწილი კი - ახალი.
ახალი დათქმებიდან ერთ-ერთი 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება, კიდევ ერთი კი ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესებაა.
რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ამ დათქმების ნაწილი იქნება:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
- სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
- ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოს თან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
- კორუფციასთან ბრძოლა;
- დეოლიგარქიზაცია;
- ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.
კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაცია დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათზე გახდება ცნობილი.