logo
ENG



რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს

06 მარ 202211:00
3 წუთის საკითხავი
 
რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს
REUTERS/Evgenia Novozhenina

რადიო თავისუფლება რუსეთში მუშაობას წყვეტს. სარედაქციო განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს გაკოტრება ემუქრება, ჟურნალისტებზე კი მიმდინარეობს წნეხი პოლიციის მხრიდან.

აღმასრულებელი დირექტორის, ჯერემი ფლაის განცხადებით, რედაქციას გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. 

"რადიო თავისუფლებას ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, ჩვენ იძულებული გავხდით, ეს არის პუტინის რეჟიმის მიერ თავდასხმა სიმართლეზე", - თქვა მან.

4 მარტს რუსეთში რადიო თავისუფლების ვებგვერდის დაბლოკვა დაიწყეს. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიებს უფრო მეტად ავიწროებს.

ასევე, დაიბლოკა Meduza-ს, Север.Реалии-სა და Сибирь.Реалии-ს ვებგვერდები. 

3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა კრიტიკულმა ტელეარხმა TV Rain-მა. 

მუშაობა შეაჩერა ტელეარხმა დოჟდმაც. 


close დახურვა