არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით", - წერს ის X-ზე.
The President of Georgia has announced that the parliamentary elections were falsified. Europe must now stand with the Georgian people.
ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნები "ტოტალურად გაყალბდა" და არ აღიარებს მათ შედეგებს. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით.