დღეს გაირკვევა რა ბედი ელის დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილის. ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. დე ფაქტო რეჟიმი გაფრინდაშვილს ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებს ბრალს. ექიმს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.