მერკური მზის დისკოზე დღეს გაივლის. ტრანზიტი ხუთსაათნახევარს გაგრძელდება. მასზე დასაკვირვებლად ტელესკოპი იქნება საჭირო. შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილის, კანადის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკისგან განსხვავებით შთამბეჭდავი სანახაობის მხოლოდ ნაწილს იხილავენ ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და აფრიკიდან. სანახაობას გამოტოვებენ აზიასა და ავსტრალიაში. იშვიათ მოვლენაზე დაკვირვება თბილისის დროით 16 საათი და 35 წუთიდან იქნება შესაძლებელი. მერკური მზის დისკოზე საუკუნეში 13-ჯერ გადის. მომდევნო ტრანზიტი 2032 წელს არის მოსალოდნელი.