logo
ENG



რამდენიმე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი გადაიდო

01 მარ 202000:46
3 წუთის საკითხავი
 
6md5l1rdtjnn460.png

საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტმა კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში სასწავლო პროცესი შეაჩერა. 

სწავლა შეჩერდა: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სასწავლო დაწესებულებებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, სადაც ისინი განმარტავენ, რომ სწავლის გადადება კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებს უკავშირდება.

განცხადებების თანახმად, ჩამოთვლილი უნივერსიტეტებიდან 3-ში, სასწავლო პროცესი 2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს განახლდება. კავკასიის უნივერსიტეტში კი, სწავლა 2 მარტის ნაცვლად 9 მარტს დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

 


close დახურვა