logo
ENG



რამდენიმე ფედერაცია მოითხოვს, კულტურის სამინისტროს სპორტი გამოეყოს

11 ოქტ 202213:14
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე სპორტული ფედერაცია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან სპორტის გამოყოფას მოითხოვენ. მათ შორის არიან კრივის, სამბოს, ფარიკაობის, ტანვარჯიშის და ჯამში 20-მდე გაერთიანება.

ფედერაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ვერ ამყარებენ სათანადო კომუნიკაციას კულტურისა და სპორტის მინისტრთან თეა წულუკიანთან, რაც პრობლემებს უქმნით. ფედერაციების წარმომადგენლებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და მიმართეს პრემიერ ღარიბაშვილს.

"ეს პროცესი დაწყებული იყო და ჩვენ დიდი ხნის წინ გვქონდა ფედერაციებს კომუნიკაცია, რომ გვქონოდა თხოვნა, რომ სპორტი ცალკე გამოყოფილიყო. შეიძლება მინისტრს არ ესმოდეს და პირდაპირ არ იყოს ჩართული სპორტულ ფედერაციების მუშაობაში, თუმცა სპორტს ვინც კურირებს და ხელმძღვანელობს, აუცილებლად უნდა ესმოდეს და უნდა იყოს საქმის კურსში, რა უნდა სჭირდებოდეს სპორტს", - განაცხადა კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა.

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მერაბ ბაზაძე ამბობს, რომ მთავარი ფინანსები არაა და მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული იყოს სტრუქტურა:

"სწორი სტრუქტურა, სწორი მმართველობა, იქ ფინანსებიც გამოჩნდება და არანაირი პრობლემა არ იქნება".


close დახურვა