logo
ENG



რამდენიმედღიანი ქრონიკული სლოკინის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოხვდა

15 ივლ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 
რამდენიმედღიანი ქრონიკული სლოკინის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში მოხვდა

ათდღიანი ქრონიკული სლოკინის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კლინიკაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ბოლსონარუ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

ექიმების თქმით, პრეზიდენტს კუჭ-ნაწლავის გაუვალობა აქვს, თუმცა სასწრაფო ოპერაცია საჭირო არაა.

ბოლო პერიოდში ჟაირ ბოლსონარუს საუბრისას რამდენჯერმე პრობლემა შეექმნა, რომელიც მან განმეორებითი სლოკინით ახსნა. 7 ივლისს რადიოგადაცემის დროს მან მსმენელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მთელი დღე სლოკინებს და ეს გარკვეული მედიკამენტების მიღებას დაუკავშირა.

2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ბოლსონარუ დანით დაჭრეს, რამაც სერიოზული დაფარული სისხლდენა გამოიწვია. მას შემდეგ პრეზიდენტს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელთაგან ნაწილი თავდასხმასთან კავშირში არ იყო.


close დახურვა