logo
ENG



რამიშვილი ბაჩალიაშვილის ექსპერტიზაზე: ერთი ვერსია, რომ ეს თვითმკვლელობაა, მიუღებელია

04 სექ 202016:55
3 წუთის საკითხავი
clock 544
1i5vsanbsdpix9k.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის შედეგებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. ადვოკატის თქმით, მისთვის ცნობილია ამ მედიკამეტების მოხმარების შესახებ.

რამიშვილის თქმით, მიუღებელია მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობა:

"ჩემთვის არ არის უცხო, რომ აღნიშნული მედიკამენტები არის მოხმარებული. აღნიშნული მედიკამენტები ბოთლშიცაა აღმოჩენილი. გადაკვალიფიცირების თვალსაზრით, აქ განსხვავებას ვერ ვხედავ. მაინც დასადგენია მოტივაცია, დასადგენია, ვის მიერ და როგორ განხორციელდა... იმაზე საუბარი, რომ ეს არის თვითმკვლელობა, უნდა იყოს დადასტურებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ სატელიტიდან არ არის ფოტოები მიღებული, იდგა თუ არა იქ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი. არ არის მიღებული აშშ-დან, რა არის მისი ლეპტოპიდან და მობილური ტელეფონიდან წაშლილი - აქედან გამომდინარე, კითხვები კითხვებად რჩება. ერთი ვერსია, რომ ეს თვითმკვლელობაა, მიუღებელია. ყველა ვერსიაზე უნდა იყოს მუშაობა", - აცხადებს რამიშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატები. გამოძიებისვე ცნობით, მან ეს პრეპარატები თავად სხვადასხვა აფთიაქში შეიძინა. პროკურატურამ აფთიაქში ბაჩალიაშვილის ყოფნის ვიდეოებიც გაასაჯაროვა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტებისა და აბების იდენტურია.  

თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილის ორგანიზმიდან აღმოჩენილია წნევის წამლების კვალი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.


close დახურვა