3 ივლისის სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ დიდი გამოხმაურება პოვა საერთაშორისო პრესაში. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.
ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ მის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ტელევიზიით, დაუძლურებული და გამოფიტული, რამაც შეშფოთება გამოიწვია დაკავებული პოლიტიკოსისადმი მოპყრობის გამო.
55 წლის ადამიანი ძნელად საცნობი იყო და საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა", - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian
Health fears over jailed former Georgia president after video appearance https://t.co/36B18lttmv
"დაპატიმრებული, გამოფიტული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშები", - ამ სათაურით მასალას აქვეყნებს გამოცემა Al Jazeera.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სააკაშვილმა მაისური აიწია, რათა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი ეჩვენებინა.
"სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმყოფება პატიმრობაში", - ციტირებს Al Jazeera სააკაშვილს.
Health fears for jailed, emaciated ex-Georgia leader Saakashvili https://t.co/LxD2M6eZwK
"გამოფიტულმა და პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ სულიერად მხნედ არის", - წერს AP News. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს მიხეილ სააკაშვილის გარეგნობაზე.
"უკრაინა საქართველოს ელჩს სამშობლოში აგზავნის იმ გაფრთხილების ფონზე, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს" - ასე ასათაურებს სტატიას გამოცემა Politico.
სტატიაში მოყვანილია უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომ სააკაშვილი დგას მკვლელობის საფრთხის წინაშე რუსეთის მიერ და საქართველოს ხელისუფლების ხელით. Politico-ს ასევე მოჰყავს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეფასება. დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ნეიტრალური დამკვირვებლებიც კი აღიარებენ რისთვისაა ის დაპატიმრებული - ძალაუფლების გროტესკულად ბოროტად გამოყენება, რეგიონში რუსული ინტერესების დასაცავად.
Ex-Georgian president Mikheil Saakashvili is at risk of being "killed by Russia at the hands of Georgian authorities," Ukrainian President Volodymyr Zelenskyy has warned.
His comments come after new photographs of the starving former leader were released.https://t.co/VyBCtB7fm0
უკრაინის პრეზიდენტის გამოხმაურებაზე წერს The Washington Post. "ზელენსკი რუსეთს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობაში ადანაშაულებს", - სტატიაში გამოცემას ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება მოჰყავს, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლებას იყენებს მიხეილ სააკაშვილის მოკვლის მცდელობისთვის, რომელიც 2008 წელს რუსეთის შეჭრის დროს პროდასავლელი პრეზიდენტი იყო.
Ukrainian President Volodymyr Zelensky alleged that the Kremlin was using the Georgian government in an attempt to kill Mikheil Saakashvili, who was the pro-West president of Georgia during Russia’s 2008 invasion. Follow our live coverage. https://t.co/HiSbfKQ42d
— The Washington Post (@washingtonpost) July 4, 2023
გამოცემა The New York Times წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გამოჩენამ განაახლა სერიოზული შეშფოთება, რომელსაც მისი მხარდამჭერები, უფლებადამცველი ჯგუფები და ევროპელი ლიდერები გამოთქვამენ ჯანმრთელობისა და ციხეში მოპყრობის შესახებ.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პრორუსულად და ანტიდასავლურად არის განწყობილი. ამასთან, წერს იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც წლის დასაწყისში მოეწყო და რისი მიზეზიც გახდა ის ქმედებები, რომლებიც ქართველებმა "ანტიდემოკრატიულად" მიიჩნიეს.
President Volodymyr Zelensky accused Russia on Monday of using Georgia’s government to kill the former Georgian president Mikheil Saakashvili, who sought to distance his country from Moscow’s influence and later became a Ukrainian citizen. https://t.co/jK00GgUWR0