logo
ENG



რასიზმის საწინააღმდეგო გამოსვლებს ლონდონში დაპირისპირება მოჰყვა

14 ივნ 202017:28
3 წუთის საკითხავი
 

დაპირისპირება მოჰყვა რასიზმის საწინააღმდეგო და ულტრამემარჯვენეთა გამოსვლებს ლონდონში. მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, თავი შეეკავებინათ აქციებისგან, დემონსტრაციები ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაიმართა.

ულტრამემარჯვენეები შეიკრიბნენ პირველი მსოფლიო ომის მემორიალთან და უინსტონ ჩერჩილის ძეგლთან. მათი თქმით, სურდათ ძეგლები რასიზმის წინააღმდეგ გამომსვლელთა თავდასხმებისგან და ვანდალიზმისგან დაეცვათ.

ორი აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესაჩერებლად მათ შორის კორდონი სამართალდამცველებმა აღმართეს, თუმცა მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, არიან დაკავებულები.


close დახურვა