საავადმყოფოდან გაქცეულ პატიმრებს ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს. მსჯავრდებულები ავერსის კლინიკაში შემოწმებაზე მიიყვანეს, კვლევის დასრულების შემდეგ კი მათ გაქცევა მოახერხეს. არსებობს პატიმრების გაქცევის რამდენიმე ვერსია, რომელზეც კლინიკაში არაოფიციალურად ლაპარაკობენ. იუსტიციის მინისტრი გაქცეულებს ციხეში დაბრუნებას ურჩევს და თავს იმართლებს იმით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. ხელისუფლება ასაიდუმლოებს ვინ არიან მსჯავრდებულები და რა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, ასევე უცნობია, ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.