logo
ENG



რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი

20 მაი 202220:33
3 წუთის საკითხავი
 

სამშაბათს დაკრძალავენ უკრაინაში გმირულად დაღუპულ რატი შურღაიას. მებრძოლი ქაშუეთიდან სახლში გადაასვენეს. ჯარისკაცს აეროპორტში ხალხი დახვდა და პატივი მიაგო. სამოქალაქო პანაშვიდებზე არც ამჯერად გამოჩენილა ვინმე ოცნების ხელისუფლებიდან. რატი შურღაია პოლონეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, უკრაინაში ოკუპანტებთან საბრძოლველად რუსეთის შეჭრიდან მეორე დღესვე წავიდა, დაიღუპა ქალაქ იზიუმთან. 38 წლის რატი შურღაია მეთერთმეტე ქართველია, რომელიც რუსეთთან ომს შეეწირა.


close დახურვა