პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება 8 პაციენტი.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 99 პაციენტია, აქედან 81 ინფიცირებულია. ახალი შემტხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ შემოსულა. რაც შეეხება, დღეს კოვიდინფექციის გარეშე ვწერთ 4 პაციენტს. რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 8 პაციენტი. აქედან 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე, მათი დმგომარეობა გაუმჯობესენულია. 5-ის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზეა. შოკის კლინიკა ამ პაციენტებზე მოხსნილი. სხვა განყოფილებებში მყოფი პაციენტების მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რატიანმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.