logo
ENG



რატიანი: ბოკაროვის რუსეთისთვის გადაცემა ქართული საზოგადოების სირცხვილი იქნება

18 თებ 202008:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს რუსი ბიზნესმენის სერგეი ბოკაროვის საექსტრადაციო საქმეზე იმსჯელებენ. ბოკაროვმა, რომელიც რუსეთიდან პოლიტიკური დევნილია, ქვეყანა მის ოჯახთან ერთად 2018 წლის 22 დეკემბერს დატოვა. საქართველოში ჩამოსვლისას მან თავშესაფარი ითხოვა, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტისგან უარი მიიღო.

როგორც მისი უფლებადამცველი მალხაზ პატარაია აცხადებს, საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული პროცესები უხეში დარღვევებით ჩატარდა. ამჟამად დავა საქალაქო სასამართლოში ამ საკითხზე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასთან დაკავშირებაში მიმდინარეობს.

„ეს არის რუსული გამოძიება, რომელსაც შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქართული მხარე ასრულებს. მოთხოვნას წარადგენს, იქითა მხრიდან საექსტრადაციო მასალები უნდა მოვიდეს და ექსტრადაციაზე და ნაწილობრივ თავშესაფრის პოზიციაზე ეს მასალები უნდა იქნას განხილული. რა თქმა უნდა, მისი ბრალი გარკვეული დოზით უნდა იყოს დადასტურებული. იმედი გვაქვს, ამ საქმეს ქართულ სასამართლოში შემოვაბრუნებთ, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“, - განაცხადა ადვოკატმა. 

სერგეი ბოკაროვის საქმის განხილვას ევროპული საქართველოს წევრი, სერგო რატიანიც დაესწრება. „ევროპული საქართველოს“ წევრი არ გამორიცხავს, რომ ქართულმა მხარემ ბიზნესმენი რუსეთის ფედერაციას გადასცეს. 

„სერგეი ბოკაროვი რუსი ბიზნესმენია, რომლის ექსტრადირებასაც ითხოვს რუსეთის ხელისუფლება. არის საშიშროება, რომ ქართულმა მხარემ ბოკაროვი რუსეთს გადასცეს, რაც იქნება არა მარტო ხელისუფლების, არამედ ქართული საზოგადოების სირცხვილი. სასამართლოზე ვიქნებით და გავუწევთ ზედამხედველობას თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი“, - განაცხადა რატიანმა.


close დახურვა