logo
ENG



რატიანი: გუშინ მივიღეთ 7 ახალი შემთხვევა, კლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს

25 აპრ 202011:44
3 წუთის საკითხავი
 
8ze3v1siupdrsiv.png

 

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში 7 ახალი პაციენტი მიიყვანეს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც რატიანი განმარტავს, მათ შემთხვევაში არ იკვეთება რაიმე სახის გართულება.

ამ ეტაპისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს, აქედან რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 112 პაციენტი, აქედან რეანიმაციულში არის 8 პაციენტი. სამის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. 44 პაციენტი გვყავს კოვიდინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ 7 ახალი პაციენტი, რომლებთანაც არ დასტურდება არანაირი გართულება, მხოლოდ და მხოლოდ აქვთ ზედა სასუნთქი გზების სიმპტომური გამოვლინება. რაც შეეხება გაგზავნილი პასუცებიდან ყველა პაციენტზე მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე მიდის 5 პაციენტი კლინიკიდან კოვიდვირუსის გარეშე. ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს იმედი გვქვს რომ 11-ვე მოვა უარყოფითი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 456 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი, გარდაცვლილია - 5.

 


close დახურვა