პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ის არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ არის და არ იქნება "პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი".
რატიანის თქმით, ამ ეტაპზე მტყუან-მართალის გარჩევაზე ლაპარაკი ზედმეტია და დადგება მომენტი, როდესაც ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა.
"მართალია, დღეს ჩვენს ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მტყუან-მართლის გარჩევაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც ზედმეტია. დადგება მომენტი, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ყველამ ერთად, განსაკუთრებით საზოგადოებამ... რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში. მე არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და სანამ ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ამ დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ", - განაცხადა რატიანმა.
23 ნოემბერს რატიანმა ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია და ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, ის სახლში წავიდეს.
რატიანის განცხადებაზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ გამორიცხავს რატიანს ის ეგულისხმა.